10:54:48     31-01-2018
ტრამპმა კონგრესს ახალი საიმიგრაციო კანონის მიღებისკენ მოუწოდა
ტრამპმა კონგრესს მოუწოდა დამნაშავეებს აშშ-ში შესვლის გზები გადაუკეტოს.
„ჩვენ ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარვადგინეთ, რომელიც საიმიგრაციო კანონს გააუმჯობესებს და ჩვენს სამსახურებს მისცემს უფლებას, რომ დანაშაულებრივი ჯგუფები ქვეყანაში აღარ შემოუშვას,“- განაცხადა ტრამპმა.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ტრამპმა მოზარდები კაული და ნისე ახსენა, რომლებიც ნიუ-იორკში მიგრატებმა მოკლეს. მათი მშობლები პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ.
გასულ წელს აშშ-მა სანქციების სიაში შეიყვანა ცენტრალური ამერიკის დანაშაულებრივი დაჯგუფება MS-13. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ დაჯგუფებაში დაახლოებით 30 ათასი წევრია, რომლებიც სალვადორის, გვატემალას, ჰონდურასის და მექსიკის მოქალაქეები არიან. MS-13 ამერიკაშიც მოქმედებს, სადაც 8 ათასი წევრი ჰყავს. ეს დაჯგუფება ნარკოტიკების კონტრაბანდით, ადამიანთა გატაცებით, პროსტიტუციის ორგანიზებით, რეკეტით, შეკვეთილი მკვლელობებით, შანტაჟით და გამოძალვითაა ცნობილი.
0