17:26:00     30-01-2018
ვლადიმერ პუტინი: დასანანია, რომ აშშ-ის „შავ სიაში“ ვერ მოვხვდი
დასანანია, რომ აშშ-ის „შავ სიაში“ ვერ მოვხვდი, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პირველი პირი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ „შავი სიის“ გამოქვეყნებას.
ვლადიმერ პუტინმა „კრემლის ანგარშს“ „არამეგობრული აქტი“ უწოდა და განმარტა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის უკან რუსეთის რიგითი მოქალაქეები დგანან. კრემლის ლიდერი მიიჩნევს, რომ აშშ-ი ორი ქვეყნის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვაშინგტონმა „კრემლის ანგარიშის“ ფიგურანტებს ფაქტობრივად აშშ-ის მტრები უწოდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „შავი სიაში“ სულ 210 რუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია.
0