17:10:32     30-01-2018
კომპანია „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და 3 თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფებიან
კომპანია „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი დაკითხვაზე არიან. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები ისნის რაიონული პოლიციის მე-8 განყოფილებაში იკითხებიან.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია შპს “ყვარელრემმშენმა” ჩაატარა, რომლის წინანადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს შემოსავლების სამსახურმა შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ეს კომპანია საგადასახადოს სამსახურს შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი.
0