13:36:37     29-01-2018
"რაც ლორა თორნტონმა თქვა, საკუთარი პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად თქვა, თუმცა დაუფიქრებლად გამოუვიდა საქართველოსთან მიმართებაში"

"რაც ლორა თორნტონმა თქვა, საკუთარი პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად თქვა, თუმცა დაუფიქრებლად გამოუვიდა საქართველოსთან მიმართებაში, სადაც NDI ბევრ კარგ პროექტს ახორციელებს"
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამავე დროს არც ისაა სიმართლე, თითქოს აშშ-ს პრეზიდენტს მწირი ინფორმაცია აქვს საქართველოზე.
"ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია პარტნიორი ქვეყნებისათვის, მათ შორის რასაკვირველია, აშშ-სთვის და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის. იმასაც ვაფასებ, რომ დემოკრატიულობის ხარისხი საკუთარი პრეზიდენტის ასეთი დოზით კრიტიკის საშუალებას იძლევა, მაგრამ ამისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი მისიის წარმომადგენელმა ვფიქრობ, სხვა ასპარეზი უნდა აირჩიოს. ვიცი, რა საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება, მოველი, რომ ქალბატონი თორნტონი შეასაბამის განმარტებას გააკეთებს,"-თქვა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
საქმე ეხება ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს:
”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - დაწერა ლორა თორნტონმა Facebook-ის პირად გვერდზე.
0