09:25:58     29-01-2018
სოფელ ბოდბისხევში ქმარმა 90 წლის ცოლი მოკლა
სოფელ ბოდბისხევში ქმარმა 90 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
მეზობლების თქმით, ქმარმა ცოლი საკუთარ სახლში, სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობას კი წინ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი უძღოდა. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობას უკავშირდება. შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა.
შსს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.
სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გ.გუმბერიძე ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
0