ბექა რუსიას საქმე - სკანდალური ვიდეოკადრების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ბექა რუსიას საქმე - სკანდალური ვიდეოკადრების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო />


  08:39:42     29-01-2018

ბექა რუსიას საქმე - სკანდალური ვიდეოკადრების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

a75522.jpg

მობილური ტელეფონით გადაღებული სკანდალური ვიდეო კადრების საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რომელიც  სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტს გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის წევრებთან პროკურატურის წარმომადგენლებს არა ერთხელ ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა არც ერთი შეხვედრის დროს დაზარალებულებს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და ფოტო ვიდეომასალა არ წარმოუდგენიათ.

„გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, - აცხადებენ პროკურატურაში. 0

ავტორი: