08:28:28     29-01-2018
ზუგდიდში ხანძარს მოხუცი ქალი ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, დადიანის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა ბინა დამწვარი იყო, ხოლო 82 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
0