თურქეთში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა თურქეთში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა />


  16:33:01     27-01-2018

თურქეთში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

a75508.jpg

თურქეთში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა სტამბოლის გარეუბანში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯანეტ ხონელიძემ 50 წლის მეგობარს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ესროლა, რის შემდეგაც თავი იმავე იარაღით მოიკლა.

ინფორმაციას "რუსთავი 2" თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცხედრები ქალის შვილმა აღმოაჩინა, რომელიც 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში დედასთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ მან გამოიძახა პოლიცია.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა შენობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. საგამოძიებო სამუშაოებს სპეციალისტები ბინაში რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ, რის შემდეგაც ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

თურქული მედიის ცნობით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე ქალის ნათესავებიც იმყოფებოდნენ.
0

ავტორი: