სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა />


  18:13:51     26-01-2018

სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა

a75502.jpg

კიევის სააპელაციო სასამართლომ  დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა.

მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. გენერალურმა პროკურორმა მაშინ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ სატელეფონო ჩანაწერები დამონტაჟებულია და აუცილებელია, რომ მასზე საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდეს.

0

ავტორი: