"გადადგეს გომელაურის მთელი კლანი და ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი" "გადადგეს გომელაურის მთელი კლანი და ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი" /> "/> " />


  15:45:44     26-01-2018

"გადადგეს გომელაურის მთელი კლანი და ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი"

a75497.jpg

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას და სპეცრაზმის თანამშრომლების დასჯას ითხოვს.

ამის შესახებ  მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომელის ოჯახში პანკისის ხეობის უხუცესები იმყოფებიან და საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, თემირლან მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

„მოთხოვნაა, ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოაშოროს რომელიც დაადეს ეს დაღი, ეს ლაქა, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და გადადგეს გომელაურის მთელი კლანი სპეცრაზმის და მერე წარსდგეს მთელი ეს ბანდა სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 0

ავტორი: