12:18:43     26-01-2018
"მაუწყებლის შესახებ" კანონთან დაკავშირებით შენიშვნებს პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნობენ

"მაუწყებლის შესახებ" კანონთან დაკავშირებით შენიშვნებსა და პრეტენზიებს მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნობენ.
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა დღეს 14:00 საათზე არის დაგეგმილი.
მედიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ კანონი საფრთხის შემცველია და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ამისთვის კი პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს და მოტივირებული შენიშვნები უნდა გაიზიაროს.
მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.
მათი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისინი შეეცდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი გუნდის წევრებს აუხსნან, თუ რატომ არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მინიჭებული უფლებები კერძო მაუწყებლებისთვის საშიში.
0