09:58:09     26-01-2018
ბოდბეში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქვემო ბოდბეში გაჩენილ ხანძარს 80 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მოხუცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, ადგილზე მისულ მეხანძრეებს დაღუპული დახვდათ.
ადგილობრივების ვარაუდით, აალება ბუხრიდან დაიწყო და მთლიან სახლზე გავრცელდა. ხანძრის ლიკვიდაციას სიღნაღის სამაშველო ბრიგადა ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.
ცხედარი გვიან ღამით პროზექტურაში გაადასვენეს. დაწყებულია გამოძიება.
0