დიმიტრი ხუნდაძე "ბახალას" საქმეზე: ამ დოზებისთვის პირი აუცილებლად გასამართლდებოდა დიმიტრი ხუნდაძე "ბახალას" საქმეზე: ამ დოზებისთვის პირი აუცილებლად გასამართლდებოდა /> "/> " />


  14:55:55     25-01-2018

დიმიტრი ხუნდაძე "ბახალას" საქმეზე: ამ დოზებისთვის პირი აუცილებლად გასამართლდებოდა

a75474.jpg

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არა აქვს მნიშვნელობა მოქმედი კანონმდებლობა იქნებოდა თუ ახალი ნარკოპოლიტიკა, ამ დოზებისთვის პირი აუცილებლად გასამართლდებოდა:

„არც ერთი ადამიანი, მითუმეტეს, ახალგაზრდა, ციხეში წასასვლელად არ მემეტება, მაგრამ არსებობს კანონი, რისი დაცვაც სავალდებულოა თითოეული ჩვენგანისათვის. გუშინ, სასამართლო პროცესის შემდეგ, არასწორი საინფორმაციო კამპანია წარიმართა, რამაც საზოგადოებაში გააჩინა ცრუ მოლოდინი, თითქოს რომ ყოფილიყო მიღებული ახალი ნარკოპოლიტიკა, ამ პირს ციხეში არ გაუშვებდნენ, ეს არასწორია. გარკვევით მინდა განვმარტო ის, რაც არავინ არ განმარტა -  საქმე გვაქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებთან, 45 აბი სუბოტექსი - ეს არის 360 პირის ნარკოტიკული თრობის საშუალება ინექციით. ამ ოდენობის ნარკოტიკები, თუნდაც მოხმარებისთვის, დასჯადია და ასე იქნება მომავალშიც. თავად ახალი ნარკოპოლიტიკის ავტორების მიერ შემოთავაზებულ პროექტშიც კი პირადი მოხმარებისთვის მხოლოდ მცირედი დოზა, ანუ 1 აბი სუბოტექსი  არ არის დასჯადი, აქ კი 45 აბ სუბოტექსზე გვაქვს საუბარი. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ყველაზე ჰუმანური ნარკოპოლიტიკის სახელმწიფოსაც კი, სადაც ეს ოდენობა პირადი მოხმარებისთვის დასჯადი არ არის. ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში და ნუ ქმნით ცრუ მოლოდინებს, მითუმეტეს, ხალხის უდიდესი ნაწილი ამას არ ითხოვს. მათ ერთი სურვილი აქვთ - შემცირდეს ნარკომომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში. ეს მოხდება მხოლოდ  გამსაღებლებისადმი სასჯელის გამკაცრებით, რაც ეხება ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით შენახვა-მოხმარება-გავრცელებასაც“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

0

ავტორი: