გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა />


  11:28:30     25-01-2018

გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა

a75469.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა. 

ოფიციალური ინფორმაციით, შეწყალების შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 539 მსჯავრდებული - აქედან 37 ქალი და 2 არასრულწლოვანი. 

თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 291 მსჯავრდებულს, აქედან, 9 ქალსა და 4 არასრულწლოვანს.

1 მსჯავრდებული კი გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. 

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში შეწყალების საკითხთა კომისიის 5 სხდომა გაიმართა. 0

ავტორი: