„სასამართლომ დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი“ - ქართველი მწერლები „ბახალას“ საქმეს ეხმაურებიან „სასამართლომ დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი“ - ქართველი მწერლები „ბახალას“ საქმეს ეხმაურებიან />


  13:36:09     24-01-2018

„სასამართლომ დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი“ - ქართველი მწერლები „ბახალას“ საქმეს ეხმაურებიან

a75430.jpg

ქართველი მწერლები გიორგი გიორგანაშვილისთვის (იგივე ბახალა) 8-წლიანი თავისუფლების აღკვეთაზე განცხადებას აკეთებენ.  

„ქართული სასამართლო არ არსებობს, მან დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი. სამაგიეროდ ზედმეტად არსებობს ძალოვანი უწყებები, რომელთა წმინდა მისია მოქალაქეების ცემა-ტყეპა,  ნაცემი ადამიანის დისკრედიტაცია, ნარკოტიკების ჩადება და შანტაჟია“, - ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვახსოვს, ძალოვნების აბსტრაქტული მუნდირის შებილწვის გამო ნარკოტიკი როგორ ჩაუდეს "ბირჟა მაფიას" წევრებს და ახალგაზრდა ბიჭები 20-წლიანი ციხისთვის გაამეტებინეს ამორალურ მოსამართლეს. ჩვენ გვახსოვს, რომ ძალოვნებმა და მოსამართლეებმა მომავალი გაუუქმეს ახალგაზრდებს და რომ არა სახალხო პროტესტი, 20 წელს სინდისის შეუწუხებლად მოახდევინებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ახალგაზრდა, უდანაშაულო ადამიანებს. ჩვენ გვახსოვს, სისტემამ როგორ აღიარა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს "ბირჟა მაფიას", მაგრამ დღემდე ერთი კაციც არ დასჯილა.გუშინ, 23 იანვარს, მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს. და ამ წამიდან საქართველოს ყველა კანონმორჩილი და 8-წელმისჯილი მოქალაქე ვალდებულია, გამოვიდეს ქუჩაში და უროთი დაანგრიოს მოძალადე, ცილისმწამებელი და რეგრესული სისტემა.

ჩვენ გვახსოვს, რომ საქმე ნარკოტიკებში კი არა, ჩადების პრაქტიკაშია და თუ სისტემას არ მოეწონები, მეგობრის ცხედარს აღმოგიჩენენ გულისჯიბეში. ამიტომაც ვამბობთ: ჩადების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს და ეს მოძალადე სისტემა უნდა ამოყირავდეს!".

განცხადებას ხელს აწერენ:

ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი;
გვანცა ჯობავა, გამომცემელი;
შოთა იათაშვილი, პოეტი;
ნინია მაჭარაშვილი, გამომცემელი;
ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი;
ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი;
მაია კუდავა, გამომცემელი;
ქეთი ქანთარია, მთარგმნელი;
დავით გორგილაძე, მწერალი;
ზვიად რატიანი, პოეტი;
ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი;
პაატა შამუგია, პოეტი;
დავით სამნიაშვილი, მწერალი;
ივა ფეზუაშვილი, მწერალი;
თინა მამულაშვილი, გამომცემელი;
ტორესა მოსი, მწერალი;
არჩილ ქიქოძე, მწერალი;
გიორგი მაისურაძე, მწერალი;
გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი;
ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი;
კატო ჯახავიშვილი, პოეტი;
ბექა ქურხული, მწერალი;
დიანა ანფიმიადი, პოეტი;
ნატო ინგოროყვა, მწერალი;
ბაჩო კვირტია, მწერალი;
დათო ქარდავა, მწერალი;
რატი ამაღლობელი, პოეტი;
ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე;
ჯაბა ზარქუა, მწერალი;
შალვა ბაკურაძე, პოეტი;
დალილა გოგია, მთარგმნელი;
ირაკლი ლომოური, მწერალი;
ნინო ბექიშვილი, მთარგმნელი;
თემურ ჩხეტიანი, პოეტი;
ეკა ქევანიშვილი, პოეტი;
ზურა აბაშიძე, მწერალი;
ფარნა-ბექა ჩილაშვილი, მთარგმნელი;
მაკა ლდოკონენი, მწერალი;
ნინო სადღობელაშვილი, მწერალი;
თამარ ბაბუაძე, მთარგმნელი
ლაშა ბუღაძე, მწერალი,
შორენა შამანაძე, მთარგმნელი,
დავით რობაქიძე, პოეტი;

გიორგანაშვილის შეწყალების პეტიცია Manifest.ge-ზე გამოქვეყნდა. 

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს. 

გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.  0

ავტორი: