13:20:17     23-01-2018
იაპონიაში ვულკანმა გაიღვიძა
დიდთოვლობისგან დაზარალებულ იაპონიაში ვულკანმა გაიღვიძა.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოწოლილი ზვავის დროს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 14 ადამიანი კი დაშავდა. ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ვულკანის აქტივბობის გამო რეგიონში ისევ ზვავსაშიშროებაა. სამაშველო სამსახურის ინფრომაციით, მთლიანობაში დიდთოვლობის გამო ცენტრალურ იაპონიაში 250-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მთავრობას მოუწოდა, ვულკანთან მიახლოებისგან თავი შეიკავოს.
უხვმა ნალექმა ცენტრალურ რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლა შეაფერხა. გაუქმდა სარკინიგზო და ავიარეისები. ჩაიკეტა გზები, რის გამოც ასობით ადამიანს ღამის გათენება ავტომაგისტრალებზე და გვირაბებში მოუხდათ.
0