ხატია დეკანოიძე: კრიმინალური სამყარო გახდა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ავანსის მიმცემი ხატია დეკანოიძე: კრიმინალური სამყარო გახდა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ავანსის მიმცემი />


  09:35:11     23-01-2018

ხატია დეკანოიძე: კრიმინალური სამყარო გახდა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ავანსის მიმცემი

a75378.jpg

საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კრიმინალური ფაქტების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, რის გამოც ისინი ძალოვანი უწყებების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

„კრიმინალური სამყარო გახდა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ავანსის მიმცემი. ამ გეზმა განაპირობა ზუსტად ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც დღეს გვაქვს. რასაკვირველია სტატისტიკა უნდა გამოქვეყნდეს, სწორედ ამიტომ არ აქვეყნებენ სტატისტიკას, რომ არ გაეგო საზოგადოებას თუ რამდენად გაზრდილია გამოძახებების რაოდენობა,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ხატია დეკანოიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ „ევროპული საქართველოს" წევრები.

„შს სამინისტრომ სტატისტიკის გამოქვეყნება კარგა ხნის წინ შეწყვიტა და ცდილობენ, საზოგადოებას დაუმალონ სურათი, რაც გვაქვს ქვეყანაში. ეს არის სურათი, რაც არის შემაშფოთებელი, რაზეც ხელისუფლებას მართებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, პოლიტიკის შემუშავება. არა რაღაც პოსტსაბჭოთა რეიდების სახით, რომელიც კანონმორჩილ მოქალაქეებს აწუხებს,“ - აცხადებს ოთარ აბესაძე.

0

ავტორი: