გიორგი ვოლსკი: "შეწყალების საქმეზე" პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევდი გიორგი ვოლსკი: "შეწყალების საქმეზე" პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევდი /> "/> " />


  18:33:41     22-01-2018

გიორგი ვოლსკი: "შეწყალების საქმეზე" პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევდი

a75369.jpg

პეტრო პოროშენკომ ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს.

უკრაინის პრეზიდენტის  პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაური ხაზს უსვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს. 

 საქართველოს პარლამენტის პრესრელიზში ამ შეთავაზების შესახებ არაფერია ნათქვამი. პოროშენკოს პრესსამსახური ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს, 2017 წლის ივლისში გაფორმდა.

„პრესა.ჯი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის ესაუბრა:

-უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს შეუერთდეს. როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია პოროშენკოს განცხადებაზე?

-თუკი მსოფლიოს, აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთის საკმაოდ მკაცრად ყალიბდება, ეს მნიშვნელოვნად არის განპირობებული საქართველოსთან რუსეთის აგრესიის და ოკუპაციური დამოკიდებულების გამო. რაც ეხება სანქციების ნაწილს, რომელთანაც საქართველო არის მიერთებული, ასევე მნიშვნელოვანია და ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩვენს ეკონომიკურ დამოკიდებულებას. რაც ეხება ფორმატს რომელთანაც ჩვენ იმის მიუხედავად რომ დიპლომატიური ურთიერთობები  არ გაგვაჩნია ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, მასთან დაკავშირებით არ ვფიქრობ, რომ რაიმე სხვა ახალი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.


- სწორედ ის საკითხი, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება მკვეთრი არ არის სანქციებთან მიმართებაში, ეს აჩენს ბევრ კითხვებს, რომელიც ხშირად ოპოზიციის მხრიდან გაისმის. მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მთავრობამ პოზიცია შეიცვალოს?

- არ მიმაჩნია, რომ მთავრობას რაიმე მკვეთრი ფორმულირება არ გაუკეთებია. ჩვენმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სწორედაც მკაფიოდ იცის, რა ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან. იცის, როგორ გაწყდა და რა პირობებში იმყოფება ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობა, იცის ყველა სირთულისა და ლიმიტირებული ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ, რომელიც რუსეთთან გაგვაჩნია. ამ პოლიტიკას ჩვენი მოკავშირეები მხარს უჭერენ და ამაში გაურკვეველი არაფერი არ არსებობს. თუკი წინადადებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებით განსახილველი თემა არსებობს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა,  საქართველოს მთავრობა შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

-პრეზიდენტისა და მის ადმინისტრაციის მისამართით პროკურატურის მხრიდან მას შემდეგ გახშირდა ბრალდებები, რაც გიორგი მარგველაშილმა  კონკრეტული პოზიცია დააფიქსირა მიხეილ სააკაშვილის „შეწყალების საქმეზე“ გამოტანილი ბრალდების შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია, როცა კონკრეტული პროკურორები პრეზიდენტს აკრიტიკებენ და ურჩევენ, რა ილაპარაკოს?

-რიგით პროკურორს ვერ ვიტყოდი, თუმცა ეს არ არის პროკურატურის ინიციატივა, რადგან მას უსვამენ შეკითხვებს. მეც რომ შემეკითხონ, მეც გავცემ პასუხს, რომ ცოტა არ იყოს რეალობას აცდენილია გიორგი მარგველაშვილის განცხადება, თითქოს ამ საქმეში საუბარი პიჯაკებს და პალტოებს შეეხება. პროკურატურა ვალდებულია, საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, თუკი სისხლის სამართლის აღძრული. ეს არ არის არც ბრალდება და არც პრეზიდენტზე თავდასხმა, არამედ არის სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომ პიჯაკისა და პალტოსთვის გადახდილი თანხა აბსოლუტურად არ ფიგურირებს ამ საქმეში. საქმეში არის გირგვლიანის თემა, არის უმძიმესი ბრალდება და არის სერიოზული ფინანსური გადაცდომები, რომელიც ასევე ფიგურირებს საქმეში. ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევდი.

-როდესაც ოპოზიცია და პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ თუ  კომერციული რეკლამის განთავსების შესახებ კანონი შევა, ეს კერძო ტელეკომპანიებს ძალიან დააზარალებს. ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გასაზიარებელია?

-საკითხის სიღრმისეული ანალიზი გვიჩვენებს, რომ დარტყმა კერძო სატელევიზიო კომპანიების ინტერესებზე არ არის. განხილვების დროს, ისევ ვეცდებით წარმოვადგინოთ ჩვენი არგუმენტები იმის თაობაზე, რომ რეკლამას მნიშვნელოვანი დრო არ დაეთმობა და არასამუშაო დღეებში, როცა რეკლამა გაცილებით ძვირი ღირს, ამ დღეებში რეკლამა არ იქნება. თუკი რაიმე ფინანსური დახმარება რეკლამებიდან გამომდინარე ექნება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს, რათა ჰქონდეს ტექნიკურად გამართული და ნამდვილად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც მართლა საზოგადოებას ეკუთვნის და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

- რა საკითხი შეიძლება იყოს პრეზიდენტის შენიშვნებში ისეთი, რომლის გამოც მმართველმა გუნდმა შეიძლება გაიზიაროს?

-ამ საკითხზე ყველაფერი უკვე ყველაფერი ითქვა. 0

ავტორი: