17:24:21     22-01-2018
სერგო რატიანი: ჩვენ ვითხოვდით ამ ვეტოს

საპარლამენტო ოპოზიცია "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით კანონზე პრეზიდენტის შენიშვნებს გაიზიარებს.
საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, ამ კანონით ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობას მიეცემა დამატებითი ბერკეტი იმისთვის, რომ შეზღუდოს თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარი და ასევე იქმნება საფრთხეები პროტექციონიზმისა და კორუფციისთვის.
"ჩვენ ვითხოვდით ამ ვეტოს. ვაცხადებთ, რომ ეს კანონი ვნებს, როგორც თავისუფალ მედიას, ისე ქმნის კორუფციის საფრთხეებს. შესაბამისად, ჩვენ ამ ვეტოს გავიზიარებთ. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი. როცა მასზე კამათი მიდიოდა, ჩვენ აშკარად ვხედავდით, რომ უმრავლესობაშიც არ იყო ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება, ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამ კანონს მხარს არ დაუჭერენ", - განაცხადა სერგო რატიანმა.
0