16:47:59     22-01-2018
ქურთები რუსეთს ღალატში ადანაშაულებენ
ქურთების ჯარის მეთაური სიპან ჰემო, სირიაში ქურთების ბაზაზე თურქეთის თავდასხმას რუსეთს აბრალებს და მათ მოღალატეებს უწოდებს.
"ფაშისტური თურქეთის ხელისუფლებამ ოკუპაცია და ქურთების მასობრივი მკვლელობა დაიწყო. მთელი მსოფლიო აიღებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისთვის", - განაცხადა ჰემომ და აღნიშნა, რომ ქურთები ყველაზე მეტად იმედგაცრუებულნი არიან მოსკოვის ქცევით.
"რუსეთი ამჟამად თურქეთის მოკავშირეა და ჩვენთან ომის ზღვარზეა...ჩვენ ჩვენი შეთანხმება გვქონდა რუსეთთან, მაგრამ როგორც ჩანს დაგვაიგნორეს და გაგვყიდეს", - აღნიშნა ქურთმა მეთაურმა.
მან თქვა, რომ ახლა მოსკოვის ნამდვილი სახე დაინახა და რომ მისთვის რუსეთი "უპრინციპო სახელმწიფოა".
15 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს. 20 იანვარს, თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.
0