ზაზა ჭაია:  ყველა გონიერი ადამიანი ხედავს და  გრძნობს, რომ დანაშაულის რიცხვი მკვეთრად გაზრდილია ზაზა ჭაია: ყველა გონიერი ადამიანი ხედავს და გრძნობს, რომ დანაშაულის რიცხვი მკვეთრად გაზრდილია />


  15:45:53     22-01-2018

ზაზა ჭაია: ყველა გონიერი ადამიანი ხედავს და გრძნობს, რომ დანაშაულის რიცხვი მკვეთრად გაზრდილია

a75366.jpg

როგორია კრიმინალური ვითარება საქართველოში? ამ თემასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრს, ქართულ პოლიციელთა ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს და პოლიციის პოლკოვნიკ ზაზა ჭაიას ესაუბრა.

„საქართველოში ყველა გონიერი ადამიანი ხედავს და გრძნობს, რომ დანაშაულის რიცხვი მკვეთრად გაზრდილია, ამაზე ჩვენ პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი მოგონილია და მეტიც, გელანდებათო, მერე ალბათ თვითონაც მიხვდნენ, რომ ეს უგუნურობა იყო მათი მხრიდან, რადგან აშკარა იყო დანაშაულის რიცხვის მკვეთრი ზრდა, შემდეგ მათ მეორე თეზისი შემოგვთავაზეს და გვითხრეს, რომ ეს ჟურნალისტების ბრალია, როდესაც ამ ნათქვამის უგუნურებაშიც დარწმუნდნენ შემდეგ თქვეს, რომ დანაშაული იყო, არის და მოხდება კიდეც, მაგრამ რა რაოდენობის ამაზე აღარ საუბრობენ.

მინდა ვთქვა, რომ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს როდესაც ქონდა საპარლამენტო მოსმენები, მან აღნიშნა, რომ საქართველოში არის ორგანიზებული დანაშაული, ცუდი მდგომარეობაა ქალბატონებზე, ბავშვებზე და მოხუცებზე ძალადობის, ასევე ყაჩაღობის, ნარკოტიკების გასაღების, ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით და აღნიშნა, რომ ასევე არის ხარვეზები სტატისტიკაში, რომლესაც სამინისტრო ავრცელებს.

მოგეხსენებათ, თუ პოლიცია დაუცველია მაშინ საზოგადოებაც დაუცველია, ჩვენი ორგანიზაცია 2013 წლიდან ზუსტად უთითებდა სხვადასხვა სახის დანაშაულებზე. ყოველ წელს საქართველოში მარტო ოჯახური ძალადობით 20-დან 25-მდე ქალბატონს კლავენ, ხოლო სხვა მოტივებით მთლიანობაში 100-ზე მეტი ქალბატონის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და მზიმე დაზიანება ხდება ყოველწლიურად. ,ეს არის კატასტროფული ციფრი. ფეოდალური შემოსევების შემდეგ საქართველოს ასეთი ძალადობა ქალბატონების მიმართ არ ახსოვს.

ამას არ უშველის არც შემაკავებელი ოქმები და არც სხვა რამ. არის კანონმდებლობაში მკაცრი ნორმები და ამ ნორმებს ესაჭიროება განხორციელება. ასეთივე კატასტროფული მდგომარეობაა მოხუცებზე ძალადობის კუთხითაც, 2017 წლის მარტო ერთ თვეში ოჯახებზე ყაჩაღური თავდასხმები 20 ოჯახში განხორციელდა, რომელიც ყოველთვის წამებით, არაადამიანური მოპყრობით და ხშირად ლეტალური შედეგებით ხასიათდება. მსგავსი შემთხვევებია ბავშვებზე ძალადობის კუთხითაც. თვითონ ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულებიც უკვე პიკს აღწევს, თითქმის ყოველდღე ვრცელდება ვიდეოები ამის შესახებ, თბილისში დღე არ გავა, რომ ათიდან თხუთმეტამდე მსხვილი სავაჭრო ობიექტი არ იქნეს გატეხილი ბავშვების მიერ. ბანკების ყაჩაღობების კუთხით საქართველო ყოველგვარ რეკორდს ხსნის, არის ბანკები, რომლებზეც 4-ჯერ, 5-ჯერ არის ყაჩაღური თავდასხმა განხორციელებული. ამ წლის განმავლობაში იმდენჯერ მოხდა თავდასხმა ბანკებზე, რამდენიც მთელი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე არ მომხდარა.

გვაქვს სრულიად მორღვეული საზღვარი თურქეთთან, აქედან ყოველ წელს გადმოდიან და ასობით მსხვილფეხა საქონელს ჰპარავენ ხალხს. როგორც უკვე აღვნიშნე, მინისტრმა ამ ყველაფერზე მსუბუქ ფორმებში ისაუბრა, რასაც ადრე პოლიტიკოსები კატეგორიულად უარყოფდნენ და მის მიერ რეალობისთვის თვალის გასწორება დასაფასებელია.

აღსანიშნავია, რომ კატასტროფული მდგომარეობაა სამართალდამცველთა მიმართ ძალადობის კუთხით, საზოგადოების მოწყვლადი ფენების, ქალბატონების, ბავშვების, მოხუცების მიმართ ძალადობის კუთხით და ა.შ.

რაც შეეხება Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავთა დანაშაულების გამოსაძიებლად, საქართველოს იმის ტრადიცია, რომ შეექმნს ამგვარი დამოუკიდებელი ორგანო არასოდეს არ ჰქონია, თუმცა ცხოვრებამ გვანახა, რომ საჭიროა არსებობდეს ასეთი ორგანო, ოღონდ აუცილებლად დამოუკიდებელი.იმ კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორება, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ძალოვანი სტრუქტურის წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ეს მაინც ცალკე საკითხია.

კრიმინალის წინააღმრდეგ ბრძოლას უნდა სისტემური დანაშაულების არმოფხვრა, რაც აღმოფხვრილი იყო შინაგან საქმეტა სამინისტროს მიერ და რაც აღდგა სამწუხაროდ.

დანაშაული არის სოციალური მოვლენა, მისი პრევენციის გაძლიერება და აღკვეთა აუცილებელია.დანაშაულის აღმოფხვრას სჭირდება, როგორც კრიმინალური მდგომარეობის გაჯანსაღება, ასევე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა“-განაცხადა ზაზა ჭაიამ „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას.
0

ავტორი: