"უნდა არსებობდეს კონკრეტული სტრუქტურა, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის,  ეს უკვე საკითხავია" "უნდა არსებობდეს კონკრეტული სტრუქტურა, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის, ეს უკვე საკითხავია" /> "/> " />


  13:26:47     22-01-2018

"უნდა არსებობდეს კონკრეტული სტრუქტურა, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის, ეს უკვე საკითხავია"

a75359.jpg

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავთა დანაშაულების გამოსაძიებლად, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თუ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები.

რამდენად დგას საქართველოში ამ კონკრეტული შემთხევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის საჭიროება და როგორია საერთაშორიო მაგალითები, ამასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

„ვეთანხმები Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებას, უნდა არსებობდეს კონკრეტული სტრუქტურა, მაგრამ რამდენადდამოუკიდებელი იქნება ის, ეს უკვე საკითხავია.

ეს პრობლემა სერიოზულად დგას ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მთავარი კომიის შექმნაა, მთავრია ჩვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცება, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლები გავრცელდება, როგორც იმ პოლიციელებზე ან სხვა სახელმწიფო ჩინოვნიკებზე, რომლებმაც თავის უფლებამოსილებას გადააჭარბებს, ასევე სხვა მოქალაქეებზეც, პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება კორცხელის ინცინდენტი, სადაც დაუსეჯელი დარჩნენ ის ადამიანები, რომელების კამერების წინ ხალხს ურტყავდნენ. ამ კონკრეტულ შემთხევაში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რომლელიც გულისხმობს ცემას, სხეულის მძმე დაზიანებას და ამასთანავე პოლიტიკური ნიშნით დევნას.

მთავარი გარანტი იმისა, რომ მომავალში საქართველოს თიოთოეული მოქალაქე იყოს დაცული, არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ამიტომ სანამ ეს არ მოხდება პრობლემები ყოველთვის იარსებებს და არამარტო სამართალდამცავთა მხრიდან, მათ შორის შესაძლოა უფლებამოსილებას გადააჭარბონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ლოიალურად არიან განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და ხშირ შემთხვევაში მათი მფარველობით სარგებლობენ.

რაც შეეხება საერთაშორისო მაგალითებს კი, რათქმა უნდა, არსებობს კონკრეტული საგამოძიებო კომისიები , მაგალითად, დიდი ბრიტანეთში თემთა პალატაში იმ პოლიციელთა ქმედება იყო განხილული, რომლებმაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარაებული სპეცოპერაციის დროს, ან როდესაც აფროამერიკელი წარმოშობის მოქალაქეებისადმი ლოს-ანჯელესში ოთხმა პოლიციელმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

მომხდარის შემდეგ შეიქმნა კომისია კონგრესის დონეზე, სადაც ამ კონკრეტულ დანაშაულებს განიხილავდნენ.რალობა ის არის, რომ ამ ქვეყნებში არსებობს კანონის უზენაესობა და ამიტომაც შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა სტრუქტურებმა იმოქმედონ დამოუკიდებლად და ობიექტურად, რაც ჩვენს ქვეყანაში ჯეჯერობით შეუძლებელია“. 0

ავტორი: