რესტორანში მომხდარ ინციდენტზე მომღერალი საბა სამუშიაა დაკავებული რესტორანში მომხდარ ინციდენტზე მომღერალი საბა სამუშიაა დაკავებული />


  12:15:06     19-01-2018

რესტორანში მომხდარ ინციდენტზე მომღერალი საბა სამუშიაა დაკავებული

a75332.jpg

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული მომღერალი საბა სამუშიაა. 

ინციდენტის დროს მან თანასუფრელები დაჭრა და სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც რესტორანს ტოვებდა.

ცნობილია ისიც, რომ მომღერალი 120-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მომღერლისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. როგორც დაკავებულის ადვოკატმა ირმა შალამბერიძემ განაცხადა ბრალის წაყენების ვადა დღეს საღამოს იწურება.

გმირთა მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია გამთენიისას ჩაუტარდა და დაზიანებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა წინამხარზე აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, წუხელ თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება. 0

ავტორი: