11:34:34     19-01-2018
ევროპის ქვეყნებში ქარიშხალ „ფედერიკეს“10 ადამიანი ემსხვერპლა
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ „ფრედერიკეს“ 10 ადამიანი ემსხვერპლა.
6 ადამიანია დაღუპული გერმანიაში, ორი - ნიდერლანდებში, ერთი - ბელგიაში და ერთი - იტალიაში. დაშავებულია ათობით ადამიანი.
ქარიშხალმა მასშტაბური სატრანსპორტო პრობლემები გამოიწვია გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.