ცოტნე გამსახურდია: ეს ჯაბას საშტატო ძუკნა მაკა რაზმაძე რომ ხმას ამოიღებს კიდევ ცოტნე გამსახურდია: ეს ჯაბას საშტატო ძუკნა მაკა რაზმაძე რომ ხმას ამოიღებს კიდევ />


  08:26:35     19-01-2018

ცოტნე გამსახურდია: ეს ჯაბას საშტატო ძუკნა მაკა რაზმაძე რომ ხმას ამოიღებს კიდევ

a75319.jpg

„ეს ჯაბას საშტატო ძუკნა მაკა რაზმაძე რომ ხმას ამოიღებს კიდევ“, - ამ სიტყვებით ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის მერაბ რაფავას მიერ დაწერილ ისტორიას ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მაკა რაზმაძე

რატომ არ ინტერესდება ასეთი ფაქტებით?! ვინ იყვნენ ის ჟურნალისტი მხეცები, მაკას კოლეგები, რომლებიც ადამიანის სადისტურ წამებას და მკვლელობას იღებდნენ კამერებით ხელში?! მაკას სამეგრელოში მოკლული თავისიანი ჟურნალისტი აინტერესებს მხოლოდ!!!

1993 წლის 27 ოქტომბერს ხობში შემზარავი ფაქტი მოხდა: ხობის საცურაო კომპლექსის შენობაში დასახიჩრებული, მკლავმოჭრილი ცხედარი იპოვეს. 

ის მხატვარი ვახტანგ ნოდია აღმოჩნდა...

"ხობში მე და ვახტანგი წითელი ჟიგულით მივდიოდით. ქალაქში რომ შევედით, სწრაფი რეაგირების კორპუსის კორდონი დაგვხვდა. დაგვაკავეს (ჩვენი დამკავებლები 2 ავტობუსით იყვნენ, ძირითადად, თბილისელები. ყველა ერთხმად გვაგინებდა). ჩვენთან ერთად კიდევ ერთი კაცი იყო, ვინმე ჯგერენაია, თუმცა იგი მაშინვე ხალხს შეერია და გაქცევით უშველა თავს. Mმე და ვახტანგი წაგვიყვანეს შტაბში. საღამო რვის ნახევარი იყო. შტაბში უფროსი რეზო გახოკიძე დაგვხვდა. ვახტანგმა იქ მყოფებს აუხსნა - ავარია მომივიდა და დაზარალებულისთვის ფულის გადასაცემად მივდიოდიო. დაზიანებული მანქანის მეპატრონე უცებ მოძებნეს და მოიყვანეს. მან ვახტანგის ნაამბობი დაადასტურა. ამ დროს ოთახში იმყოფებოდა მხატვარი - თბილისის სამხატვრო კომბინატიდან. მან ვახტანგი იცნო და თქვა, - ეს ის მხატვარი ნოდიაა, მაცხოვრის სხეულს გამსახურდიას თავი რომ მიახატაო.

ამ სიტყვების გაგონებაზე ვახტანგს ეცნენ და ყველამ ერთად ცემა დაუწყო. შემდეგ რაღაც ქაღალდი შეაჩეჩეს ხელში და ეუბნებოდნენ, - წაიკითხეო, თან ამ ყველაფერს ვიდეოკამერებით იღებდნენ. ვახტანგმა წაკითხვაზე უარი თქვა. ამის გამო კონდახებით გონების დაკარგვამდე სცემეს. გარეთ თავსხმა წვიმა იყო. გამიყვანეს და მითხრეს, - საფლავი გათხარეო. როცა უარი ვუთხარი, მეც კონდახი მითავაზეს. როცა გონს მოვედი, დავინახე - გარშემო ისევ ის ნაძირლები ირეოდნენ. ვიღაცამ დაიძახა, - "ბაბუ სმერტნიკი" მოვიდაო. ჟურნალისტი ყოფილა. მხარზე ვიდეოკამერა ჰქონდა გადაკიდებული. გონსმოსული ვახტანგი გარეთ ჰყავდათ გამოყვანილი და ღრიალებდნენ, - რომელი ხელით დახატე ზვიადიო. "ბაბუ სმერტნიკმა" ავტომატს ხიშტდანა მოხსნა, ვახტანგს მკლავი აუწია და მთელი ძალით გამოუსვა. საცოდავმა ერთი დაიღმუვლა, მერე მისი ხმა აღარ გამიგია, სადღაც გაათრიეს, კვლავ უგონოდ იყო. ამ ფაქტს, "სმერტნიკის" გარდა, კიდევ ერთი ჟურნალისტი იღებდა. 

ჩემი დაკითხვა გააგრძელეს. მე ნათესავის გვარი დავუსახელე, რომელიც ფოთის "კაპეზეში" მუშაობდა. ტელეფონით დარეკეს და როცა ჩემი ნათქვამი დადასტურდა, მივხვდი, რომ სიკვდილს გადავურჩი.”

თვითმხილველის ნაამბობიდან (ამ ვიდეოზე ასახული კადრები წარდგენილია ე. შევარდნაძის "კერძო" სასამართლოში, ლოთი ქობალიას სასამართლო პროცესის მსვლელობისას.)“ 0

ავტორი: