16:06:42     18-01-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ განხილულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის პირისპირ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ განხილულა.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალსიტებს განუცხადა და განმარტა, რომ ეს საკიხი სამართლებრივ ჭრილში უნდა იქნას განხილული.
მისივე თქმით, ეს კომპეტენტურ ორგანოებში გასარკვევი საკითხია და არ აპირებს არცერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილზე საუბარს.
„ჩვენ ამ საკითხს სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ამ კონტექსტში და შესაბამისი უწყებები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ საკითხის გადაწყვეტაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუმცა, განსხვავებული ინფორმაცია აქვს უკრაინულ მედიას, სადაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი საკვანძო თემაა ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე.
ირაკლი კობახიძისა და უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის, ვლადიმერ გროისმანის შეხვედრა კიევში მთავრობის სასახლეში დაგეგმილ 45 წუთზე ნაკლებ დროს, 20 წუთს გაგრძელდა.
0