გუგული მაღრაძე: მე შენიშვნებს ვერ მივიღებ გუგული მაღრაძე: მე შენიშვნებს ვერ მივიღებ />


  13:42:52     18-01-2018

გუგული მაღრაძე: მე შენიშვნებს ვერ მივიღებ

a75299.jpg

"ადამიანმა თუკი არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობდეს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დასჭირვებოდა".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძემ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მოსახლეობის 59%-მა  პროცენტმა არ იცის საკუთარი მაჟორიტარის ვინაობა.

რაც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამოკითხულთა აზრს, გუგული მაღრაძის თქმით, შედეგები მიუთითებს, რომ ადამიანებს საკუთარი პრობლემები აქვთ.

"კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია და მოქმედებს იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ფაქტობრივად თქვენ ხომ იცით, რომ არჩევნებზე მოსულთა რიცხვი საშუალოდ არის 50-40% და სხვა. ეს ერთის მხრივ მიუთითებს, რომ ადამიანებს აქვთ საკუთარი პრობლემები, ან შეიძლება არ აინტერესებთ, რადგან არა აქვთ იმედი, რომ რამე შეიცვლება, არც ამას გამოვრიცხავ. რაც შეეხება შეხვედრას პარლამენტარებთან, ეს პრობლემა არის, მაგრამ მე ამ შენიშვნას ვერ მივიღებ, რადგან ყველას ვუსმენ და ვიღებ. არის ერთი რამ, ადამიანებს აქვთ სურვილი ყოველთვის პირველ ადამიანთან მისვლის. არის საკითხები, სადაც უბრალოდ დროის ხარჯვაა მომსვლელისთვისაც და პარლამენტის წევრისთვისაც, რადგან იმ საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის წევრს არ შეუძლია.”, – თქვა გუგული მაღრაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა(NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 59%-მა უპასუხა, რომ არ იცის, 14%-მა  არასწორი პასუხი გასცა, ხოლო 26%-მა –  სწორი პასუხი. 0

ავტორი: