15:16:13     17-01-2018
თურქეთში მაღაზიაზე თავდასხმისას მეპატრონემ ერთი ქართველი თავდამსხმელი მოკლა და ერთი დაჭრა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება. უწყების ცნობით, გარდაცვლილი უკვე გადმოასვენეს.
ამასთან, საქმეზე ერთ მოქალაქეს ეძებენ, კიდევ ერთი დაჭრილი კი უკეთ არის და თურქეთის ციხეში გადაიყვანეს. “დაკავებულს საკონსულოს წარმომადგენელი შეხვდა. მას არანაირი დახმარება არ უთხოვია", - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სტამბოლში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღი ამოიღეს, მაგრამ იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.
გამოძიებით დადგინდა,რომ ეჭვმიტანილებმა თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწიეს, მაღაზიის მახლობლად სახლი იქირავეს და რამდენიმეჯერ მაღაზიას ინფორმაციის შეგროვების მიზნით ეწვივნენ. პოლიცია საქართველოს ორი მოქალაქის ძებნას აგრძელებს.
0