13:19:28     17-01-2018
"ბასიანთან" მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს განჩინება გააუქმა და ერთი სამართალდამცავისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა, რომ მის ქმედებას, კანონმორჩილი მოქალაქის ქმედებად ვერ შეაფასებს.
"რა თქმა უნდა, ბრალდებულს წარსული კარგი აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის. მე თქვენს მოქმედებას, კანონმორჩილი მოქალაქის ქმედებად, ვერ შევაფასებ, როცა პიროვნებას ვაფასებ ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას, მათ შორის მეგობრებს, პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ კარგად არ გახასიათებდნენ. თქვენი მოქმედება სიმთვრალეში, უარის მიღების მოჰყვა, სისხლის გუბეები იდგა იქ და გირაო დაუსაბუთებელი კი არა, არათანმიმდევრულია", - მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში პროკურატურამ გაასაჩივრა.
საქალაქო სასამართლომ თამაზ ქვლივიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
0