12:10:58     17-01-2018
მოზარდები, რომლებმაც რუსულ სკოლაზე თავდასხმა განახორციელეს სასამართლომ დააკავა
მოზარდები, რომლებმაც რუსულ სკოლაზე თავდასხმა განახორციელეს სასამართლომ დააკავა. მათ ბრალად მოსწავლეებსა და მასწავლებელზე თავდასხმა ედებათ.
მოსამართლემ მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რუსეთის ქალაქ პერმის ნომერ 127-ე სკოლაზე თავდასხმა 15 იანვარს დილით მოხდა. ორი მოზარდი - სკოლის მოსწავლე და ყოფილი მოსწავლე, შევიდნენ შენობაში დანებით და თავს დაესხნენ მასწავლებელს, რომელიც მეოთხე კლასელებისთვის გაკვეთილს ატარებდა.
შედეგად დაშავდა 15 ადამიანი. მათგან 12 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მასწავლებელს თავდამსხმელებმა 17 ჭრილობა მიაყენეს.
0