მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატურებად, სავარაუდოდ, კვირიკაშვილი და სერგეენკო განიხილებიან მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატურებად, სავარაუდოდ, კვირიკაშვილი და სერგეენკო განიხილებიან />


  11:36:14     17-01-2018

მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატურებად, სავარაუდოდ, კვირიკაშვილი და სერგეენკო განიხილებიან

a75253.jpg

მმართველ გუნდში პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. თუმცა არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მმართველ გუნდი პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის განიხილავს.

უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილს, ასევე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე კომენტარები არ კეთდება, თუმცა კულუარებში, არ გამორიცხავენ, რომ  გიორგი კვირიკაშვილმა სულ მალე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს. 

2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად,  ექვსი წლის ვადით აირჩევს. 

ახალი კონსტიტუციის თანახმად, ეს იქნება ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს. 0

ავტორი: