21:13:17     16-01-2018
ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცს 4 ტყვია ესროლეს
ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა ნუცუბიძის ფერდობზე. 26 წლის სანდრო ჯორჯაძეს 4 ტყვია აქვს ნასროლი. ის ფეხის არეშია დაჭრილი. დაჭრას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სისხლიანი დაპირისპირების ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრული აქვს პოლიციას.
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება სანდრო ჯორჯაძეზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
0