18:56:37     16-01-2018
პაატა ქვლივიძე მისი შვილის მიერ პოლიციელის დაჭრაზე: მოუხვდა მოქნევის დროს...
კლუბ ბასიანთან, სამი პირის (მათ შორის ერთი პოლიციელის) დაჭრაში (თავში, გულთან, ხელში) ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის მამის, პაატა ქვლივიძის კომენტარს „პალიტრა ნიუსი“ ავრცელებს...
პაატა ქვლივიძე: "არსად ვმუშაობ, უმუშევარი ვარ, ვმუშაობდი და გაუქმდა ჩვენი სამსახური, უკვე წელიწადნახევარია, მეგობრებმა რაღაცა შეაგროვეს, შევიტანეთ გირაო.
არც ველოდით მაგ გირაოს, მაგრამ მოსამართლემაც რომ დაინახა წესიერი ადამიანია, არ არის მკვლელი და ნამდვილად აფექტში მოხდა იქ რაღაცა, ასე გადაწყვიტა.
დაცვის წევრებიც, ხომ იცით, რომ წესიერად არ იქცევიან ხოლმე და ასეთი მდგომარეობის შემდეგ მოხდა ესეთი რაღაცა, იქნევდა ალბათ თავდაცვის მიზნით და მოხდა ეგ ამბავი...
გამოძიება მიმდინარეობს და გამოიძიებენ მაგ ამბავს, მე არც გამოძიებას გავექცევი და არც ჩემი შვილი გარბის არსად, ჩვეულებრივად ჩაბარდება კიდეც...
არავისთვის არ მითხოვნია, არც მყავს პატრონი რომ ვიღაცები ჩამერია, ფაქტიურად მეც უმუშევარი ვარ, წერენ, რომ წილი მაქვს, რა წილი, არც ოლიგარქი ვარ, არც ოცნების წევრი ვარ.
[I=2]ჩემს შვილებს ვფიცავარ, განა არ მესმის, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, ყველას მოსდის რაღაც შეცდომა, ახალგაზრდებიც, იცით, როგორები არიან, ამათგან არ არის დაწყებული, არის იქიდან...
ვაპატიოთ, ბიჭმა თქვა სასამართლოზე, რომ დამნაშვე ვარო, არ უნდა მომექნიაო, მთელმა თბილისმა იცის, რომ არ არის ჩემი შვილი მკვლელი, არ არის ნაძირალა და უზრდელი, უწესიერესი ბავშვია, რომელიც მუშაობდა...
კლუბებშიც არ დადის, სულ არის მანდ ორჯერ ნამყოფი.
სულ კონტაქტზე ვიყავი მასთან, მაგრამ არ ვიცი დეტალურად რა მოხდა, არც ისეთი გათიშული იყო, ნასვამი იყო, ყველაფერი მოხდა წამებში, პოლიციელზეც რომ იძახიან, იქ მორიგეობს ხოლმე პოლიცია და ორ თითზე აქვს გაჭრილი, მოუხვდა მოქნევის დროს, თორემ პოლიციას კი არ მოუქნია, ჯერ ერთი, ფორმას რომ დაინახავდა, გაჩერდებოდა, ფორმიანი არავინ ყოფილა იმ მომენტში იქ...."
0