16:47:02     16-01-2018
უკრაინის პარლამენტის შენობასთან პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
უკრაინის პარლამენტის შენობასთან პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. აქცია დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა გამართეს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს წინ, რუსეთის დროშა და საბურავები დაწვეს.
ვითარება აქციაზე სამართალდამცველთა გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. პოლიციელებმა ალმოდებულ ნივთებზე ცეცხლის ჩაქრობა სცადეს, დემონსტრანტებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი. ერთი მომიტინგე კი დააკავეს.
უმაღლესი რადა დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას დღეიდან შეუდგა. უსაფრთხოების მიზნით, პარლამენტის შენობის დაცვა გააძლიერეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 3 ათას 800 პოლიციელია მობილიზებული.