შს მინისტრი კლუბ ”ბასიანთან” მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი მამაცობისთვის მედალს გადასცემს შს მინისტრი კლუბ ”ბასიანთან” მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი მამაცობისთვის მედალს გადასცემს />


  15:04:12     16-01-2018

შს მინისტრი კლუბ ”ბასიანთან” მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი მამაცობისთვის მედალს გადასცემს

a75227.jpg

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განხცადებით, კლუბ ”ბასიანთან” მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილ პოლიციელს, თამაზ საველიევს შს მინისტრი გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვებს.


მისისვე თქმით, დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

”ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

0

ავტორი: