14:58:55     16-01-2018
მალხაზ მაჩალიკაშვილი: საჭიროა ყველა დეტალის ცოდნა, რადგან საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას განახცადა, რომ საჭიროა ყველა დეტალის ცოდნა, რადგან საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.
სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას შეხვდა.
"მნიშვნელოვანია, მსგავსი შეხვედრები, რადგან სიმართლე უნდა გაირკვეს. ჩვენ სახალხო დამცველს დეტალურად მოვუყევით რაც მოხდა სპეცოპერაციის ღამეს. მას აინტერესებდა სპეცოპერაციის შესახებ და თემირლანის დაჭრასთან დაკავშირებით დეტალები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაისაჯოს ყველა, ის ვინც დამნაშავეა. ასევე მოვითხოვთ დროულ და ობიექტურ გამოძიებას. სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს, რადგან ბევრი კითხვა მაქვს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
0