14:49:47     16-01-2018
თინათინ ბოკუჩავა: სავარაუდოდ, ბევრი სხვა მწვავე შეფასება შეგვხვდება

"საქართველო ვერ იქნება მოწინავე ქვეყნების სიაში, რადგან ამ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი და ერთ კონკრეტული ოჯახი".
ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „Freedom House“-ის 2017 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც 2018 წელს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს.
პარლამენტარის განცხადებით, არსებული ვითარების გამო ქვეყანა კიდევ არა ერთ კრიტიკულ შეფასებას მიიღებს.
„პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ საქართველოს სტატუსის დაქვეითება უკავშირდება პირდაპირ საკონსტიტუციო ცვლილებებს და იმ პროცესს, რაც ამას თან ახლდა და რომელმაც გამოავლინა, რომ „ქართული ოცნება“ მარტო იღებს გადაწყვეტილებებს. ის რომ „Freedom House“ განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აყენებს საქართველოს, სამწუხაროდ, ეს არ არის გასაკვირი და სავარაუდოდ, ბევრი სხვა მწვავე შეფასება შეგვხვდება,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
0