14:49:03     16-01-2018
ამერიკელმა მეხანძრემ ხანძრის დროს აივნიდან გამოდგებული ბავშვი დაიჭირა
აშშ-ის ატლანტის სახანძრო სამსახურმა სოციალურ ქსელში ჩაფხუტზე დამაგრებული ვიდეოკამერით გადაღებული კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ იჭერს მეხანძრე აივნიდან გადმოგდებულ ბავშვს.
სახანძრო ეკიპაჟის მეთაურის განცხადებით, ცეცხლწაკიდებული შენობის აივანზე მშობლები ბავშვებს ქვემოთ მდგარი მეხანძრეების მიმართულებით აგდებდნენ, რომ გადაერჩინათ.
შემთხვევის დროს კვამლით ინტოქსიკაცია 12-მდე ადამიანმა მიიღო.
0