მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა />


  14:42:48     16-01-2018

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

a75223.jpg

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა.

სააკაშვილს დანაშაულებრივი დაჯგუფების მონაწილეებისთვის ხელშეწყობის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხავენ.
სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაში უკომენტაროდ შევიდა.

მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.

0

ავტორი: