ესპანეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს ესპანეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს />


  11:30:17     16-01-2018

ესპანეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს

a75212.jpg

ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში პოლიციამ ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა.

1tv-ს ცნობით, 26, 33 და 40 წლის მამაკაცები არიან დაკავებული. ისინი სამართალდამცავებმა დანაშაულის ადგილზე აიყვანეს.

პოლიციაში ამტკიცებენ, რომ კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ვალიადოლიდში სულ მცირე, 9 სახლი გაძარცვეს. მძარცველები ბინებში დილით შედიოდნენ, როდესაც მეპატრონეები სამსახურში იყვნენ. წაღებულია ძვირფასი ნივთები, სამკაული და ფული. დაპატიმრებულები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ალიკანტეშიც დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და ექვსი სახლის გაძარცვა. 0

ავტორი: