NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს დღეს წარადგენს NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს დღეს წარადგენს />


  10:24:52     16-01-2018

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს დღეს წარადგენს

a75208.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს, 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენენ. 

წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

0

ავტორი: