ირაკლი აბესაძე: თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უშინაარსო ირაკლი აბესაძე: თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უშინაარსო />


  17:12:59     15-01-2018

ირაკლი აბესაძე: თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უშინაარსო

a75194.jpg

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე  თბილისის მერის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც სამსახურების სტრუქტურულ რეორგანიზაციას და კადრების გადახალისებას ეხებოდა. 

ირაკლი აბესაძის თქმით, მერიის ის თანამშრომლები, რომლებმაც წლების წინ კონკურსი გაიარეს და მუშაობენ მერიაში, გათავისუფლდებიან და მათ ადგილზე თავიდან მოხდება კადრების შერჩევა პოლიტიკური სიმპათიისა და ანტიპათიის გათვალისწინებით. 
როგორც ირაკლი აბესაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  თბილისის მერიაში სამწლიანი სრულიად ჩაგდებული მუშაობის შემდეგ კალაძეს აქვს მცდელობა, საზოგადოების თვალში შექმნას წარმოდგენა, რომ მერიაში თვისობრივად რაიმე შეიცვლება და ადამიანებისთვის მერიის საქმიანობა მისაღები გახდება. 

„მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, რეალურად ჩვენ ვნახეთ აბსურდული და ფორმალური ცვლილებები, რომელიც გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ პიარზე. სამწუხაროდ, ახალი მერი მართლაც თვლის, რომ მერია სამი წლის განმავლობაში იყო კარგი და მას მხოლოდ აკლდა პიარი, ამ მიმართულებით რა თქმა უნდა სასაცილოა საზოგადოებას რეორგანიზაციად და რეფორმად შეასაღო რამდენიმე სამსახურისთვის სახელის გადარქმევა. თვალთმაქცობაა ბიუროკრატიის შემცირებად წარმოადგინო მერიაში ურბანული კომისიის გაუქმება, სადაც ექსპერტები იყვნენ ჩართული და რომლის საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნები იყო. თუმცა, ამ სფეროში ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ საზოგადოების წარმომადგენლების, ექსპერტების ჩართულობის გაზრდაზე და არა კომისიის გაუქმებაზე. სხვადასხვა არქიტექტურული გადაწყვეტილებები, როგორც ხშირ შემთხვევაში, ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღებოდა. ეს, რა თქმა უნდა, მერიის სისტემას კიდევ უფრო დახურულს ხდის. გაუგებარია რეორგანიზაციად წარმოადგინო თავად „ქართული ოცნების“ მიერ წლების წინ გაყოფილი ორი სამსახურის გაერთიანება, რაც მორიგი დადასტურებაა, რომ წლების განმავლობაში ბიუროკრატიული მიმართულებით ასიათასობით და მილიონობით ლარი იხარჯებოდა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

მისივე თქმით, მთლიანობაში თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოდგენილ რეფორმაზე არის აბსოლუტურად უშინაარსო. როგორც აბესაძემ აღნიშნა, ნაცვლად ამისა საინტერესო იქნებოდა კახი კალაძისგან მოესმინათ, როგორ შემცირდებოდა ბიუროკრატიული ხარჯები თბილისის მერიაში. 0

ავტორი: