15:00:57     15-01-2018
ევროპარლამენტში რუსული პროპაგანდის საკითხს განიხილავენ
ევროპარლამენტის სესიაზე რუსეთის პროპაგანდასა და ევროპაში არჩევნებზე მის გავლენაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარჯორი ვან დენ ბროკმა განაცხადა.
„ყოველთვიურად თითო პოლიტიკურ ფრაქციას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს აქტუალური თემა დებატებისთვის. ამჯერად ამას „ევროპის სახალხო პარტია“ აკეთებს, რომელმაც აარჩია თემა „რუსეთი და რუსული პროპაგანდის გავლენა ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა ევროპარლამენტის წარმომადგენელმა.
რუსული პროპაგანდის საკითხს ევროპარლამენტში 17 იანვარს განიხილავენ.
0