14:11:20     15-01-2018
პარლამენტში სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვა იგეგმება

პარლამენტში სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვა იგეგმება.
განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, თებერვლის პირველივე კვირაში განათლების კომიტეტი სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვას დაიწყებს.
მისი თქმით, ხაშურში მომხდარ ფაქტზე უნდა დაველოდოთ დეტალების გარკვევას.
"ნებისმიერი სახის კონფლიქტი და დანაშაული არის უაღრესად საყურადღებო, განსაკუთრებით მოზარდებში. მოგეხსენებათ, განათლებისა და შს სამინისტროებმა, იუსტიციის სამინისტროსთან და პროკურატურასთან ერთად შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ კომიტეტის პირველივე სხდომაზე. აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს, როგორც მანდატურის სამსახურის ფუნქციების რემისიას, ისე სასპორტო და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას, პოლიციისა და მანდატურის სამსახურის უფლება-მოვალეობების გამიჯვნას უფრო მკაფიოდ, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ისე სკოლის მიღმა უსაფრთხოების გაძლიერებასთან მიმართებაში. ჩვენ არა მხოლოდ მოვისმენთ რეკომენდაციებს, არამედ მივადევნებთ თვალ-ყურს ამ გეგმების განხორციელებას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.