მარგველაშვილმა ქალის წამებისა და მკვლელობისთვის გასამართლებული პირი შეიწყალა მარგველაშვილმა ქალის წამებისა და მკვლელობისთვის გასამართლებული პირი შეიწყალა />


  00:36:39     15-01-2018

მარგველაშვილმა ქალის წამებისა და მკვლელობისთვის გასამართლებული პირი შეიწყალა

a75173.jpg

„რატომ შეიწყალა ჩემი ცოლის მკვლელი გიორგი მარგველაშვილმა, პასუხი გამცეს! განცვიფრებული ვარ“, - ამ კითხვით პრეზიდენტს 2008 წელს, დიღომში, სასტიკად მოკლული მზია ბორტიშვილის მეუღლე ვახტანგ თედიაშვილი საჯაროდ მიმართავს. 

ხელისუფლებამ მორიგი უპრეცედენტო გადაწყვეტილებით გააოცა საზოგადოება: საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც რეციდივისტებსა და კრიმინალებს ძალიან სწყალობს, ახალი გადაწყვეტილება მიიღო შეწყალების შესახებ. 

საქმე ეხება 2008 წელს თბილისში მომხდარ მძიმე კრიმინალურ ფაქტს. კერძოდ, დიღომში  დამნაშავეებმა ქალბატონი - მზია ბორტიშვილი ბინის მიყიდვის მიზნით მიიტყუეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს. ქალის დანაწევრებული გვამი ჩანთაში მოათავსეს და ჟინვალთან, ხრამში გადააგდეს. ამ საზარელი ფაქტისათვის გასამართლებული პირი, რომელმაც დანაშაული სრულად აღიარა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წინასაახალწლოდ შეიწყალა. 

„ცხედარი ნაწამები იყო, ამის ფოტოსურათებიც არის. ის არის სადისტი, ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წავა, ოღონდ ფული აიღოს. მისი ადაპტაცია საზოგადოებაში არ მოხდება. ის რომ გამოვიდეს, შეიძლება უარესი გააკეთოს. განცვიფრებული ვარ , ასეთი კატეგორიის ხალხი რომ ხვდება შეწყალების სიაში“, - აცხადებს გორტიშვილის მეუღლე. 

ძნელი სათქმელია, რა გახდა მიზეზი სასტიკი დამნაშავის შეწყალებისა, თუმცა მოგეხსენებათ, საკუთარი და ცოლის დამნაშავე ნათესავების შეწყალების გამოცდილება ბატონ პრეზიდენტს უკვე აქვს.


0

ავტორი: