18:39:13     12-01-2018
აკაკი ზოიძე: სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება ეს კანონი პლენარულ სხდომაზე არ გავა

მეცნიერებათა აკადემიაში სასულიერო პირებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ავტორები განხილვების შეჩერება-არშეჩერებაზე მედიასთან განცხადებებს პირდაპირ არ აკეთებდნენ.
მათი თქმით, მსჯელობა გაგრძელდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში კონსესუსი იქნება მიღწეული.
საპატრიარქოს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვების შეჩერდეს, მმართველ პარტიაში აზრი ორადა გაყოფილი.
„სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება ეს კანონი პლენარულ სხდომაზე არ გავა. როგორც ხედავთ დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიციებია. კომიტეტი ჩავატარეთ იმისთვის, რომ გვეთქა, აქამდე რაზე შევჯერდით. დღეს შენიშვნები თუ იყო გამოთქმული, იყო ინიცირებულ ვარიანტზე და არა შეჯერებულ ვარიანტზე, რომელიც კომიტეტზე წარვადგინეთ,“- განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.
0