ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 100 წლიანი სანქციები არ აშინებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 100 წლიანი სანქციები არ აშინებს />


  15:06:54     12-01-2018

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 100 წლიანი სანქციები არ აშინებს

a75145.jpg

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ფხენიანი ყველა წინააღმდეგობას გადალახავს, მათ შორის 100 წლიან სანქციებს.

„კორეის რევოლუციის გამარჯვების ერთ-ერთი საიდუმლო წინააღმდეგობების დაძლევაში ისაა, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ მეცნიერებას და ტექნიკას. დამოუკიდებელი ეროვნული ეკონომიკის, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების და მათი ნათელი გონების წყალობით ჩვენ პრობლემები არ შეგვექმნება, თუნდაც მტრებმა 10 ან 100 წლიანი სანქციები დაგვიწესონ“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

შეგახსენებთ, რომ 1 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის შექმნის დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ბირთვული ღილაკი მის სამუშაო მაგიდაზე დევს და მას იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან საფრთხე დაემუქრება.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასაც აქვს ბირთვული ღილაკი და ის უფრო დიდი და მძლავრია, თანაც მუშა მდგომარეობაში. 0

ავტორი: