მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით  საჩივრის განხილვა 19 იანვრამდე გადაიდო მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა 19 იანვრამდე გადაიდო />


  16:20:38     11-01-2018

მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა 19 იანვრამდე გადაიდო

a75128.jpg

კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა 19 იანვრამდე გადაიდო.

„შემდეგი სხდომა 19 იანვარს, 10:00 საათზე გაიმართება “ - განაცხადა მოსამართლემ.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლოზე არ გამოცხადდნენ დეპუტატები, რომლებიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგნენ.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროცესუალური კოდექსის თანახმად, ყველა აღნიშნული პირი სასამართლო სხდომას უნდა დასწრებოდა.

0

ავტორი: