ზაქარია ქუცნაშვილი: რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ კითხვები არსებობს ზაქარია ქუცნაშვილი: რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ კითხვები არსებობს />


  15:01:30     11-01-2018

ზაქარია ქუცნაშვილი: რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ კითხვები არსებობს

a75125.jpg

რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ კითხვები არსებობს".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტირებისას განუცხადა. 

მისივე განმარტებით,  გამოძიება არ დაიწყებოდა კითხვები რომ არ არსებობდეს, მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული პასუხები. 

"მთელი საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კითხვები არსებობს. სწორედ ამის გამო დაიწყო გამოძიება და კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ამ პროცესმა, ჰქონდა თუ არა იარაღის გამოყენების აუცილებლობას ადგილი, სწორად იყო თუ არა ძალა გამოყენებული“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს საქმე სტარსბურგის სასამართლომდე მივიდეს, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეების უფლებაა დაიცვან თავიანთი უფლებები. 

„ეს მათი უფლებაა და ვერავინ შეუზღუდავს ჩვენს მოქალაქეებს დაიცვან მათი უფლებები, მათ შორის რეგიონულ სასამართლოებში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად, თავში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ორ-კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გუშინ დილით 08:00 საათზე, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. 0

ავტორი: