13:20:30     11-01-2018
სერგი კაპანაძე: არის ლეგიტიმური კითხვები, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციებს

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას „ყველაზე დიდი ჩავარდნად“ აფასებს „ევროპული საქართველო“.
სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც ეს ჩავარდნა გამოიწვია. კაპანაძეს კითხვები აქვს ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებითაც.
„იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იქნა გათავისუფლებული ჩატაევი თავის დროზე, როგორ დატოვა ქვეყანა მან თავის დროზე და მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა ეს სასტიკი ტერორისტული აქტი სტამბულში, მას მერე, რაც დადასტურდა მისი კავშირი აისის-თან, მას შემდეგ, რაც ის იყო შეყვანილი ყველა შავ სიაში, რაც კი არსებობს ტერორისტების იმის მერე როგორ მოხდა მისი უკან დაბრუნება საქართველოში. ამის მიღმა ბუნებრივია არის ლეგიტიმური კითხვები, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციებს. იყო თუ არა ძალა გამოყენებული გადამეტებულად მაჩალიკაშვილთან მიმართებაში. ამასთან ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით დროულად აღმოუჩნდა თუ არა მას სამედიცინო დახმარება,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
0